ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. კერძოდ, გავიგე, რომ ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტია.
მესამე მოდულის ძირითადი საკვანძოს კითხვებია: 1)როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად? 2)როგორ უზრუნველვყო ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
აღნიშნული მოდული დავიწყეთ დაწყვილებით და წყვილმა ერთმანეთს წარვუდგინეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოები. მივიღეთ უკუკავშირი მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შემუშავებულ შეფასების ფორმებთან დაკავშირებით. უკუკავშირის მიწოდების დროს დამოვიყენეთ 3-2-1 სტრატეგია:
- დავსვით სამი შეკითხვა,
- გავაკეთეთ ორი კომენტარი,
- ჩამოვაყალიბეთ ერთი რჩევა.
პროექტზე მუშაობისას საჭიროა გამოვიყენოთ ონლაინ ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ, რომ ინტერნეტში განთავსებული მასალების უმეტესობა ვიღაცის საკუთრებაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ დავიცავთ საავტორო უფლებებს. მართალია, როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს შეგვიძლია საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება ჩვენს პროექტებში, მაგრამ მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს. კერძოდ, ვაკეთებთ ინტერნეტიდან გადმოწერილი სურათების, აუდიოფაილებისა და ტექსტის დოკუმენტირებას და ვქმნით გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.
გავეცანით ისეთ პოპულარულ საძიებო სისიტემას, როგორიცაა www.google.com. ონლაინკვლევის ჩატარების პროცესში ძიების დიაპაზონის დავიწროვება დაგვეხმარება, მივიღოთ შესაბამისი და სასარგებლო ინფორმაცია. როდესაც ორი ან მეტსიტყვიანი ფრაზით ვეძებთ ინფორმაციას, ვიყენებთ ბრჭყალებს.
ასევე, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი პროექტის ფარგლებში.