Sunday, February 21, 2016
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. გავიაზრე, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, რომ მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
ძალიან საინტერესო ტრენინგია. ტრენინგზე ვისაუბრეთ კურსის ძირითად ამოცანებზე. კერძოდ, განვსაზღვრეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნები, თითოეული მოდულის მასალების შესანახად შევქმენით პორტფოლიოში არსებული საქაღალდეები. გავეცანით პროექტის გზამკვლევს, პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს. ვისაუბრეთ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებზე, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტზე. პირველი მოდულის ფარგლებში ასევე, მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტის თემა და განვსაზღვრეთ პროექტის შედეგები და ამოცანები. ვიმსჯელეთ, 21–ე საუკუნის რომელ უნარებზე გავიდოდა ჩვენი პროექტი და სტანდარტის რომელ შედეგებს მივაღწევდით. განვიხილეთ, ასევე, ბროშურის ნიმუშები და შევქმენით ბლოგები.
პორტფოლიოს საქაღალდის შექმნისას გამიჩნდა კითხვა: პორტფოლიო მოიცავს ფაილებს: „კურსის რესურსები“ და „სასწავლო პროექტის დამხმარე“. მაინტერესებდა რა სახის მასალები უნდა ჩაიდოს ერთში ან მეორეში?
ასევე, ამავე პორტფოლიოს საქაღალდეში „სურათები, აუდიო, ვიდეო“ მოთავსებულია საქაღალდე „საავტორო უფლებები“. მაინტერესებს აქ რა სახით ჩაიდება ინფორმაცია?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ნინო, პორტფოლიოს საქაღალდეში "კურსის რესურსები" ვინახავთ იმ ფაილებსა, რომლებიც გვეხმარება მასწავლებლებს ამ პროექტის დაგეგმვაში. მაგალითად 21-ე საუკუნის უნარები, 21- საუკუნის უნარების სიტყვები, ბლუმის ტაქსონომია, მესამე კლასის საგნობრივი სტანდარტები, გზამკვლევიდან ჩამოტვირთული სხადასხვა დამხმარე მასალები. საქაღალდეში „სასწავლო პროექტის დამხმარე“ ინახება ის შექმნილი ფაილები, რაც მოსწავლეს დაეხმარება ციდნის აგებაში, ე. წ. ხარაჩოსმაგვარი დამხმარე დავალებები, სქემები, პრეზენტაციები, ვიდეორგოლები, რასაც ჩვენ მოვუმზადებთ მოსწავლეებს. ამ ყველაფერს ხომ საგაკვეთილო პროცესშიც ჩვეულებრივად ვიყენებთ, მაგალითად პროგრამა Word-ში შექმნილი რაიმე სავარჯიშო. აქ შეიძლება შევინახოთ ფასილიტაციის მასალებიც. "საავტორო უფლებებში" შევინახავთ ფაილს, ელ-მისამართების ბიბლიოგრაფს. გისურვებ წარმატებებს!
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDelete