Saturday, February 27, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

კურსის მეორე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მესამე კლასის სტანდარტები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და განმავითარებელი შეფასების ფორმები. ამ მოდულში დავიწყეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. გამოვავლინეთ სტანდარტის განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. სტანდარტზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვიხილეთ მიმდინარე შეფასების მეთოდები და შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი. მეორე მოდულის ფარგლებში გავაანალიზეთ 21-ე საუკუნის სიტყვები და განახლებული ბლუმის ტაქსონომია. ასევე, ვნახეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა. განვიხილეთ ნიმუშები და რჩევები. ჩვენი პროექტისათვის შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და მოვაწყეთ პრეზენტაცია.

No comments:

Post a Comment